ავარია რუსთავში, იაღლუჯზე [video]
რუსთავში, იაღლუჯის ფერდობთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 მამაკაცი ემსხვერპლა.

გარდაცვლილები ეთნიკურად აზებაიჯანელები, 29 წლის ეთიბარი და 31 წლის სარხანი იყვნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდები "მერსედესის" მარკის ავტომობილით რუსთავში, სტუმრად მიდიოდნენ. მღძოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა რის შემდეგაც ავტომობილი რამდენჯერმე გადატრიალდა.

შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად, ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, რუსთავიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, იაღლუჯის ფერდობთან მოხდა.

წყარო: inforustavi.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər