რომელი ფერის ავტომობილებია ყველაზე პოპულარული საქართველოში? - სტატისტიკა
2019 წელს საქართველოში, ჯამში, 87 558 სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა. მათგან ყველაზე მეტი თეთრი და რუხი ფერის ავტომობილებია. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-იმ შსს-ის მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 25 099 - თეთრი ფერის, ხოლო 25 426 რუხი ფერის მანქანა დარეგისტრირდა. რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზე შავი ფერია 15 468 ავტომობილით, შემდეგ კი ლურჯი - 8197 ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

რაც შეეხება სხვა ფერებს, გასულ წელს დარეგისტრირდა წითელი ფერის 6116 ავტომობილი, მწვანე ფერის - 2 377, ყვითელი - 1997, ყავისფერი - 1595, ნარინჯისფერი - 1073, იისფერი 210 ავტომობილი.

2018 წელსაც პოპულარობის მხრივ, ფერების რეიტინგი თითქმის იგივე იყო. კერძოდ, 2018 წელს სულ 79 947 ავტოსატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა. მათგან:

რუხი - 23 514
თეთრი - 22 898
შავი - 14 312
ლურჯი - 7682
წითელი - 5527
მწვანე - 1743
ყავისფერი - 1614
ყვითელი - 1537
ნარინჯისფერი - 912
იისფერი - 207.

წყარო: bm.ge
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər