საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში გაასაღა ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər