30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ვიღაც ძველი ვალის დაბრუნებას ან პირობის შესრულებას მოგთხოვთ. გამორიცხული არ არის ელექტროხელსაწყოების მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

კურო

მოერიდეთ ასაკით უფროს ადამიანებთან კამათს. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. სამსახურში, ხელმძღვანელთან რთული საუბარი გელით, თუმცა ეს საბოლოოდ, თქვენთვის სასარგებლო იქნება. გადაღლა ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის - ადამიანების დარწმუნებას ისე ადვილად მოახერხებთ, როგორც არასდროს. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი თეატრში ან კინოში დაგპატიჟებთ. ამ დღეს დაგეგმილი საქმეებს ზუსტად ისე დაასრულებთ, როგორც გეგმავდით. დღის მეორე ნახევარში გავლენიან ადამიანთან შეხვედრა გელით.

კირჩხიბი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. გირჩევთ ფინანსური პრობლემის მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და, რაც მთავარია, დოკუმენტებზე ხელი არ მოაწეროთ.

ლომი

ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ, რადგან თქვენი ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. გირჩევთ ახლობელი ადამიანი არ მოატყუოთ - ეს მხოლოდ თავად დაგაზარალებთ. გადაღლილი ხართ და სამუშაო ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, თუმცა ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება.

სასწორი

თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ დღევანდელი სიძნელეების გადალახვაში და კონკურენტებთან უპირატესობის მოპოვებაში. შეგიძლიათ, ახლო მეგობრების იმედი გქონდეთ. ჩართეთ ეკონომიის რეჟიმი და უარი თქვით ისეთი ნივთების შეძენაზე, რომლებიც ამ წუთს არ გჭირდებათ. მალე შეძლებთ დაზოგილი თანხის რაციონალურად მართვას. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.

მორიელი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ეს დღე მოგზაურობისთვის ხელსაყრელია. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია კარგად უნდა შეისწავლოთ და მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. სახელმწიფო უწყებაში ვიზიტი მნიშვნელოვანი საქმის სწრაფად და ეფექტურად დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს დახმარების თხოვნაზე სახელმწიფო უწყებისგან უარი მიიღოთ. სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გელით. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

აქტიური და მოვლენებით სავსე დღეა. საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.

მერწყული

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. შემოქმედ ადამიანებს წარმატება და აღიარება ელით. სამსახურში უფროსებთან რთული საუბარი თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება და რეპუტაციის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ინტუიციისა და გამოცდილების დახმარებით ამ დღეს ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. თუ აუცილებელი არ არის, მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
Print