28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დაივიწყეთ ყველა საქმე და გრძნობების მორევში გადაეშვით - დღეს სიყვარულის დღეა. მოსალოდნელია მატერიალური ხასიათის პრობლემები, ამიტომ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცეთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირი ძალიან მყარი და ნაყოფიერი იქნება.

კურო

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. სიტუაციის ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება.

ტყუპები

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. დღის მეორე ნახევარში იზრდება საკვებით მოწამვლის რისკი. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოერიდეთ კატეგორიულ მსჯელობას და ინდივიდუალურ მუშაობას, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. თუ სწორად იმოქმედებთ, ბიზნეს გარიგებებში სასურველ შედეგს მიაღწევთ.

კირჩხიბი

დღეს ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი საუბარი ან საქმიანობა არასწორად შეაფასოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. გირჩევთ, მოერიდოთ ახლობელი ადამიანების კრიტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ.

ლომი

ეს დღე საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ნერვიულობას მოგიტანთ, თუმცა თქვენი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდება. დღის პირველი ნახევარი წარმატებული და ნაყოფიერია, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქალწული

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებული იქნება და ახალი იდეებით შთაგაგონებთ. შესაძლოა, ძველ შეყვარებულ შეხვდეთ და ურთიერთობა განაახლოთ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ - სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მახეს დაგებას ცდილობს. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტისა და ავეჯის შესაძენად. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

მორიელი

მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს ყველა სადავო საკითხი ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს მხოლოდ თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. ეცადეთ შეცდომებს თავი აარიდოთ.

მშვილდოსანი

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ყველაზე რთულ საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებით. მშვიდობის დამყარების დროა - მოუბოდიშეთ ადამიანს, ვისთანაც თავს დამნაშავედ გრძნობთ. ბევრი მშვილდოსანი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული თხის რქებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა გრძნობებმა შეიძლება კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ. ნუ აჩქარდებით - ეს ყველაზე არახელსაყრელი დღეა რადიკალური ცვლილებებისთვის.

მერწყული

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ახალი პროექტის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დღეს დაგეგმილი შეხვედრები კი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს.

თევზები

ამ დღეს შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. უსიამოვნო საუბარი გელით, თუმცა შედეგი თქვენთვის სასიამოვნო იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ძველ შეყვარებულთან ურთიერთობა აღადგინოთ.
Print