2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესაძლოა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამ დღის მთავარი ამოცანა შემოსავლის სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდაა. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს ნაკლებად უნდა იაქტიუროთ. უფრო მეტიც, ეცადეთ განმარტოვდეთ და ნებისმიერი სახის ურთიერთობისგან თავი შეიკავოთ. სამსახურში მცირე, მაგრამ მაინც წარმატება გელით. უფროსთან ურთიერთობის დროს მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. გირჩევთ, სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ. ეცადეთ დღეისთვის დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ და სასიამოვნო სტუმრების მიღებისთვის მოემზადოთ. ამ დღეს ვალუტის გაყიდვა მოგებიანი იქნება.

კირჩხიბი

ელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. თუ მოდუნდებით და იზარმაცებთ, შესაძლოა, ფინანსურმა პრობლემებმა შეგაწუხოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს მოერიდეთ.

ლომი

დროა, სამსახურის გარდა, პირად ცხოვრებაზეც იფიქროთ და გრძნობებს დანებდეთ. ოჯახში დაძაბული გარემო გაიძულებთ, რომ სიმშვიდე სახლის გარეთ ეძებოთ და საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ, რომ ოჯახში კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. მოერიდეთ სამსახურში და სახლში სერიოზული და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას. ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ სამსახურში ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს სასიამოვნო თავგადასავლები და დაუგეგმავი ხარჯები გელით. ბოლოს და ბოლოს მოგებას მიიღებთ ბიზნესიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ. ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთულ საქმეებსაც კი ადვილად უმკლავდებით. თუ ზოგად დეპრესიას და მცირე ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს არ უჩივით. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის - უმჯობესია, რომ ამ მიმართულებით მცირე შესვენება აიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, მაგრამ როგორც ყოველთვის უმიზეზოდ. ეცადეთ ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან დაუგეგმავი ხარჯები და სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემებიც გელით. შესაძლოა, სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ.

თხის რქა

ამ დღეს გეჩვენებათ, რომ თქვენ წინააღმდეგ მთელი სამყარო გაერთიანდა. მოერიდეთ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მოსალოდნელი შედეგების გამოსწორება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. ფრთხილად იყავით - მოწამვლის რისკი. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ნუ აჩქარდებით და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

თევზები

ამ დღეს ბიზნესში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები. ეცადეთ, თქვენი სიტყვები და ქმედებები ყველასთვის გასაგები იყოს, რადგან სავსებით შესაძლებელია, ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანთან.
Print