25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ეცადეთ, მუშაობის დროს მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნათ. თუ შესაძლებელია, მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით და უცხოეთიდან დახმარება ძალიან გაგახარებთ.

კურო

მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. ეცადეთ, სათქმელი ყველასთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ, რომ ინტერპრეტაციის ადგილი არ დატოვოთ. თუ საოჯახო საქმეებს მეტ დროს დაუთმობთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

ტყუპები

საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. შესანიშნავი დღეა სახელმწიფო უწყებებში ვიზიტისთვის - გამოცდილი ადამიანების რჩევები მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობისთვის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული კირჩხიბებისთვის. სამსახურში მცირე პრობლემები გელით, მაგრამ არ უნდა ინერვიულოთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ლომი

ამ დღეს სავსებით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, საკუთარ ცხოვრებაში რამეს შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სანამ რაღაცას გააკეთებთ, სასურველია, რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ. დროა, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ.

ქალწული

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. კოლეგებთან ან უფროსთან რთული საუბარი საბოლოოდ თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება და პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, წვრილმანი უსიამოვნებები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

სასწორი

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით. მეგობრის რჩევა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. ასევე მოსალოდნელია დახმარება უცხოეთიდან.

მორიელი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. გირჩევთ, ნებისმიერი ფინანსური პრობლემის მოგვარება გადადოთ და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან ურთიერთობის დროს მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. სამუშაო როგორც ყოველთვის ბევრია, მაგრამ ისე გაღიზიანებთ და გღლით, როგორც არასდროს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის საწვიმარის წაღება არ დაგავიწყდეთ. სავარაუდოდ, საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატარებთ. ფინანსური სირთულეების მიუხედავად ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მერწყული

მშვიდი და ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა არაფერს მოგიტანთ. ოჯახის უფროს წევრების რჩევა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეცადეთ, სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ, თორემ ბონუსის მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ. გამორიცხული არ არის, რომ მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ. საშიში არაფერია, თუმცა ექიმთან ვიზიტი მაინც სასურველია.
Print