26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დღეა მათ შესახვედრად. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.

კურო

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, თუმცა ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ეცადეთ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

ტყუპები

ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მარტო დიდი ხნით არ დატოვოთ. შესაძლოა, შესრულებული სამუშაოსთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ნაჩხუბარ მეგობრებთან შერიგებისთვის - დროა, წყენა დაივიწყოთ და მშვიდობა დაამყაროთ. ამ დღეს სამსახურში და სახლში მძიმე სამუშაოს შესრულებას მოერიდოთ და ღამე დასაძინებლად ადრე დაწვეთ. ეცადეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ლომი

შესაძლოა, ვიღაც ბიზნესწინადადებით დაგიკავშირდეთ, მაგრამ დაუფიქრებლად არ უნდა მიიღოთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ზოგად დეპრესიას და ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. სამსახურში, უფროსთან რთული საუბარი თქვენთვის სასარგებლო შეწდეგით დასრულდება. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებით იმოქმედოთ.

სასწორი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლით დაგამახსოვრდებათ. თუ თავს მოდუნების და სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსურ სირთულეებს ვერ აიცილებთ. ამ დღეს დაგეგმილ საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით.

მორიელი

ეს დღე უახლოესი კვირების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, თორემ შედეგები თქვენთვის არასახარბიელო იქნება. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, მოერიდეთ საბუთებზე ხელის მოწერას.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. იზრდება მოწამვლის რისკი. სამუშაო თავზე საყრელად გაქვთ, მაგრამ ისე გაღიზიანებთ და გღლით, როგორც არასდროს.

თხის რქა

ამ დღეს სიყვარულში წარმატება და ცეცხლოვანი პაემანი გელით. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს, ამიტომ ეცადეთ სათქმელი ყველასთვის გასაგებად ჩამოაყალიბოთ. ირჩევთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, რომ ფინანსურად არ დაზარალდეთ. შედეგების თვალსაზრისით ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ ეცადეთ საკამათო საკითხები დილას მოაგვაროთ. ეცადეთ საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან კამათს ნაკლები.

თევზები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დღე მოვლენებით დატვირთული იყოს. შეიძლება ავადმყოფი ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის - მკაფიო და კვალიფიციური რჩევები მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში უფრო ფრთხილად და თავშეკავებული იმოქმედოთ.
Print