31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. მოერიდეთ სხვა ადამიანების უარყოფით მხარეებზე საუბარს და კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო დარჩებით.

კურო

დროა ჯანმრთელობის გაკაჟებაზე იზრუნოთ. გირჩევთ გეგმების განხორციელების დროს არ დაივიწყოთ ადამიანი, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ. თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეები გელით.

ტყუპები

ამ დღის მთავარი ამოცანაა, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. თუ გრძნობთ, რომ წონაში იმატებთ, დროა დიეტა დაიწყოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს მოგიტანთ. შესაძლოა, ძველი სიყვარულს დაუბრუნდეთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს, თუმცა გულწრფელი საუბარი პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტისა და ცვლილებებისთვის. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისა და ქორწინებისთვის. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ამ დღეს საქმის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეგიძლიათ ემოციების მართვა. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, დაწყებული საქმის საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული. კომერციული საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

შემოქმედ ქალწულებს აქტიური დღე ელით. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი თქვენს შორის ნდობას აღადგენს და სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. ბევრი ქალწული იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ბიზნესგარიგება წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. ნუ აჩქარდებით - რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

მორიელი

მშვიდობის დამყარების დროა - იქნებ სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე იფიქროთ? სავარაუდოდ, დაწყებული პროექტი ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ, თუმცა ახლის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას სირთულეები ელის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. სიყვარული იმედგაცრუებას მოგიტანთ, მაგრამ წინ ახალი ურთიერთობა გელით. უსიამოვნო საუბარი, რომელსაც დიდი ხანია, თავს არიდებთ, ამ დღეს მაინც შედგება. გამორიცხული არ არის, რომ ძველ შეყვარებულს დაუბრუნდეთ.

თხის რქა

ეს დღე კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის. საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით და ეცადეთ, თქვენი საქციელით არ გააფუჭოთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ.

მერწყული

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო ამბით დაგამახსოვრდებათ. დილიდან უგუნებოდ ხართ და ასე გაგრძელდება, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. შესაძლოა, რჩევისთვის და დახმარებისთვის საყვარელი ადამიანის ახლობლებმა მოგმართონ.

თევზები

ეს დღე უახლოესი კვირების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები. პირველ რიგში, ეს ეხება თევზებს, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ბიზნესგარიგებაში ფინანსური მოგება გელით.
Print