„შინ ევროპისკენ!“ — აქციაზე წამსვლელებისთვის რეგიონებიდან ავტობუსები დაინიშნა
3 ივლისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით მათთვის, ვისაც აქციაზე „შინ ევროპისკენ!“ დასწრება სურს, პარტია „ლელომ“ ავტობუსები დანიშნა.

„ლელოს“ ავტობუსები თბილისის მიმართულებით წამოვლენ შემდეგი ქალაქებიდან:
  • ბათუმი;
  • ზუგდიდი;
  • აბაშა;
  • წალენჯიხა;
  • ჩხოროწყუ;
  • ხარგაული;
  • ზესტაფონი;
  • ჭიათურა;
  • ტყიბული;
  • ცაგერი;
  • საგარეჯო;
  • გორი.
აღნიშნული ავტობუსით სარგებლობის მსრუველებმა დეტალების გასარკვევად უნდა დარეკონ ნომერზე +995 322 23 2288.

აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება და მას უერთებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

პირველი მსგავსი აქცია 24 ივნისს გაიმართა, რა დროსაც წამოაყენეს მთავარი მოთხოვნები:

"ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

აქციის ორგანიზატორებმა, რომელთა შორის არის მოძრაობა „სირცხვილია“, აღნიშნეს, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər