მარნეულში მამაკაცი მოკლეს

მარნეულში შუახნის მამაკაცს ესროლეს.

შემთხვევა დღეს, 3 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორნის ეზოში მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგროც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის ორი, 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. 108- მუხლი გულისხმობს განძრახ მკვლელობას ხოლო, 236 მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

 

Print