დღეს მთავრობის სხდომა იმართება - დღის წესრიგშია ხუთი საკითხი
დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავს:

1. საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ;

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” ;

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,თბილისი ჰესს’’ შორის ,,თბილისი ჰესის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”;

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“ ;

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” .

წყარო: ბმ
Print