დაიღუპა გლოვოს კურიერი, რომელსაც ბათუმი-თბილისის მატარებელი დაეჯახა
განახლება, 00:15: გლოვოს კურიერი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დაიღუპა.

ბათუმი-თბილისის მატარებელი თბილისის რკინიგზის სადგურში დაეჯახა „გლოვოს“ კურიერს. შემთხვევის შედეგად კურიერი მალევე დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ კურიერი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“.

კლინიკის ინფორმაციით, დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მალევე დაიღუპა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər