სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება - როდიდან ამოქმედდება ახალი წესი
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა იცვლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამომხარებლო დაკრედიტების შენელებისათვის გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები. კერძოდ, ეს ინსტრუმენტია სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება,“- აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და 1 წლის ვადით იმოქმედებს.

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər