სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის ივლისში წინა თვესთან
შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 %, ხოლო წლიური ინფლაციის
დონემ 11.5% შეადგინა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%, რაც
თვის ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა
შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-21.1 %), ხილი და
ყურძენი (-9.4 %), თევზეული (-1.6%). ამასთან, ფასები მომატებულია
ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.0 %), შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (2.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.4 %), პური და
პურპროდუქტები (2.0%).
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ათი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც
ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:
- კომბოსტო - 32.7%-ით
- კიტრი - 31.7%-ით
- წიწაკა - 28.1%-ით
- ჭარხალი - 22.4%-ით
- კარტოფილი - 19.7%-ით
- ბადრიჯანი - 17.6%-ით
- მსხალი - 16.1%-ით
- სტაფილო - 14.9%-ით
- ქლიავი - 5.9%-ით
- მწვანე ლობიო - 2.8%-ით
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში, ყველაზე მეტად გაძვირებულ
პროდუქტებს შორის ლიდერობდა ჭარხალი, რომლის ფასიც 110,60%-ით იყო
გაზრდილი; მას მოსდევდა ბადრიჯანი - 99,10%-იანი გაძვირებით; მე-3
ადგილზე კი, კომბოსტო რომელიც წლიურად 98,82%-ით იყო გაძვირებული.