გიორგი დოხტურიშვილმა სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
გიორგი დოხტურიშვილმა სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის, ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

„რეგიონში დამატებით განსახორციელებელი პროექტები, რომლის ფარგლებშიც მხარისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში დამატებით 18 550 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 40-მდე პროქტი დაფინანსდება. თითოეულ მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 650 000 ლარი გადაეცემა.

სხდომაზე ასევე განიხილეს სოფლებისა და დაბების დამისამართებისა და სახელდების საკითხიც.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების, საკრებულოების გადაწყვეტილებით მოხდა 132 ქუჩის სახელდება, მოკლე პერიოდში მოხდება დამატებით 259 ქუჩის სახელდება.

სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“,
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər