საქართველომ მიმდინარე წლის 6 თვეში გასული წლების ამავე პერიოდებთან
შედარებით უფრო მეტი მარილი შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იანვარ-ივნისში
იმპორტირებული 36 935 ტონა მარილის ღირებულებამ 2.9 მლნ დოლარი
შეადგინა.
ღირებულებაში იმპორტი გასული წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით
24.2%-ით, ხოლო მოცულობა 27.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკიდან ჩანს, ყველაზე დიდი რაოდენობით მარილს თურქეთიდან
ვყიდულობთ. საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული ასეთია:
1. თურქეთი - 1.5 მლნ დოლარი, 24 214 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 516 ათასი დოლარი, 3 835 ტონა;
3. ირანი - 457 ათასი დოლარი, 7 009 ტონა;
4. უკრაინა - 182 ათასი დოლარი, 1 256 ტონა;
5. საბერძნეთი - 82 ათასი დოლარი, 154 ტონა;
ამ ქვეყნების გარდა, მარილის იმპორტი ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან,
სომხეთიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, რუსეთიდან,
გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან და მცირე მოცულობებით სხვა
ქვეყნებიდან შემოგვაქვს.
აღსანიშნია, რომ მარილის ექსპორტი ქვეყნიდან ფაქტობრივად არ
ხორციელდება.