8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

მოერიდეთ კოლეგების კრიტიკას, თუნდაც სამართლიანს, თორემ შეიძლება სრულიად მარტო დარჩეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და მოინახულეთ ნათესავი, რომელიც დიდხანს არ გინახავთ.

კურო

ამ დღეს ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. გირჩევთ, ნებისმიერ ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ ადამიანს, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ. სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს, ეცადეთ კორექტულობა გამოიჩინოთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება.

ტყუპები

ამ დღეს სამსახურში ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ - გამორიცხული არ არის, რომ კოლეგამ თქვენთვის მახის დაგება სცადოს. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში დიეტა დაიცვათ. წარმატებას ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა მოგიტანთ. ახალი იდეა შეიძლება, დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

კირჩხიბი

მიმდინარე საქმეებში სერიოზული ცვლილებები გელით. ნათესავებისგან შეიძლება სასიხარულო ინფორმაცია მიიღოთ. შესანიშნავი დროა ბინაში რემონტის გაკეთების ან ავეჯის შეძენისთვის. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

ლომი

თავს მხნედ და ენერგიით სავსედ გრძნობთ და მზად ხართ, მთები ადგილიდან დაძრათ. ამ დღეს ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებთ საკუთარი ემოციების კონტროლს. მოერიდეთ ცხიმიან და არაჯანსაღ საკვებს.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულებისთვის. გულწრფელი საუბარი ნდობას აღადგენს და ურთიერთობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ბევრი ქალწული საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

სასწორი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას - რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, დღეს უბრალოდ მოდუნდეთ და ცოტა ხანი მოიცადოთ.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი კოლექტივის მამოძრავებელი ძალა იქნებით. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, თანაც რამდენიმე ადგილიდან. ახალი საქმის დაწყების მცდელობა შეიძლება ჩაიშალოს, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხალისიანი და აქტიური ხართ, თუმცა რთული საქმეების დაწყებას მოერიდეთ - ხვალ უკეთ გამოგივათ ყველაფერი. ზოგადად კი, თქვენს ცხოვრებაში მალე პოზიტიური პერიოდი დაიწყება.

თხის რქა

დღევანდელი საღამო თქვენს პირად ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმების მიაღწიოთ. მოერიდეთ ელექტრო მოწყობილობების დამოუკიდებლად შეკეთებას და საჭიროების შემთხვევაში ხელოსანი გამოიძახეთ.

მერწყული

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მთელ დღეს უგუნებოდ გაატარებთ, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ახლობელი ადამიანი რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავთ და იმედი არ გაუცრუოთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. სანამ ახალ პროექტს დაიწყებთ, ეცადეთ, თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.
Print