წიგნიერების საერთაშორისო დღეს, მარნეულის ბიბლიოთეკაში ზღაპრები წაიკითხეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, წიგნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პატარებისთვის ღობისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოთეკარმა ბავშვებს მოთხრობები წაუკითხა. როგორც ბიბლიოთეკაში ამბობენ, მსგავსი აქტივობები ბავშვებში წიგნისადმი სიყვარულს გაზრდის.

,,მოვიწვიეთ პატარები, ვიმსჯელეთ და განვიხილეთ  წაკითხული მოთხრობები და ღონისძიების ბოლოს, ვითამაშეთ საინტერესო შემეცნებითი თამაში. პატარებს ევალებოდათ მაგიდაზე მიმოფანტული წიგნები, თაროებზე თემატურად დაელაგებინათ , რასაც ძალიან კარგად გაართვეს თავი. დღევანდელი ღონისძიების მიზანი იყო, ბავშვებს კიდევ უფრო შევაყვაროთ კითხვა და მივცეთ მოტივაცია, რომ ხშირად იარონ ბიბლიოთეკაში".- გვითხრა ბიბლიოთეკარმა

ღონისძიება დაახლოებით ორი საათი გრძელდებოდა, რაშიც 8-დან 12 წლამდე ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər