2022 წლის აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
თბილისში ქირის ფასი 79%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ „თიბისი
კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, წელს აგვისტოში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 8.9 აშშ
დოლარია.
რაც შეეხება გასაყიდ ფასს, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 27%-ით
არის გაზრდილი. 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, დედაქალაქში 1
კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 999 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში თბილისში
უძრავი ქონების გაყიდვები 27%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის
აგვისტოში ჯამში - 3 610 ტრანზაქცია დაფიქსირდა.
კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, რაიონები
თბილისში, სადაც ყველაზე მეტად გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების
გაყიდვები, არის: დიდი დიღომი - 80%, კრწანისი - 79% და საბურთალო -
38%-იანი ზრდა.
რაც შეეხება ღირებულებას, აგვისტო საცხოვრებელი უძრავი ქონების
გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 31%-ით გაიზარდა საბურთალოს
რაიონში, მას მოსდევს გლდანი და ნაძალადევი, შესაბამისად, 30% და
28%-იანი ზრდით.