საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული
ე.წ. „რეფერენდუმების“ შედეგებს აქვეყნებს.
მათი ცნობით, ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ
რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა
მხარი, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი
- 87.05%-მა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, „რეფერენდუმის“ დროს უხეში დარღვევები
და შენიშვნები არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა
და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27
სექტემბერს ჩატარდა.