ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი
აცხადებს, რომ კვლევის შედეგების იძლევა საფუძველს,
რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.
„ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები,
რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის
აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის
საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული.
სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“,
– აცხადებს „მთავარ არხთან“ ვალერი გელბახიანი.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ
ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა
ცენტრმა „ემპათიამ“ უნდა გამოაქვეყნოს.