გურჯაანში ავარიის შედეგად 8 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა
გურჯაანში ავარიის შედეგად 8 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი სკოლაში მიდიოდა.

გოგონას გზაზე გადასვლისას მიკროავტობუსი დაეჯახა.

შედეგად ბავშვმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველების თქმით, დაშავებული მშობლებმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ თავად გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

ექიმების განმარტებით, პაციენტს თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მოზარდი კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავს.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər