მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, ხოლო ფაქტის დროს თავადაც დაშავდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, ხოლო ფაქტის დროს თავადაც დაშავდა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ლეონიდე ზვიადაძის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ექიმის ინფორმაციით, მას სხეულის 70% აქვს დამწვარი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ოჯახის მოთხოვნით, მამაკაცი თერჯოლის კლინიკიდან ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში გუშინ მოხდა. ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.


Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər