შს სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოსახლეობას
საინფორმაციო მოკლე სატელეფონო ტექსტური შეტყობინები დაუგზავნა.
„ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის
მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აღნიშნული დანაშაულის შესახებ,
დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის
facebook გვერდს", - აღნიშნულია პოლიციის მიერ
მოქალაქეებთან დაგზავნილ SMS შეტყობინებებში.