შსს მოქალაქეებს მიმართავს, ქალის მიმართ ან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 112-ს დაუკავშირდნენ
შს სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

კამპანიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოსახლეობას საინფორმაციო მოკლე სატელეფონო ტექსტური შეტყობინები დაუგზავნა.

„ქალის მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა დანაშაულია! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას აღნიშნული დანაშაულის შესახებ, დაუკავშირდით 112-ს ან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის facebook გვერდს",
- აღნიშნულია პოლიციის მიერ მოქალაქეებთან დაგზავნილ SMS შეტყობინებებში.
წყარო: ინტერპრესნიუსი

Print