უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულ ხოფერია დაიღუპა
28-ე ქართველი მებრძოლი, ჯამბულ ხოფერია დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში. ცნობას „ფეისბუკის" პირად გვერდზე ავრცელებს დაღუპული მეომრის მამა არჩილ ხოფერია.

„ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება...", - წერს არჩილ ხოფერია.


რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს ათეულობით უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული მოხალისე იბრძვის.

პირველად ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər