2024 წლის 1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“
საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ3
ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა
თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის,
რომლებზეც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის
№716
დადგენილების საფუძველზე ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების
სახელმწიფო პროგრამა.
ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის მიერ არის დადგენილი.