მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ციხისძირში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა
სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდართან
დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც
გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.