თბილისში გორგასლის ქუჩაზე ავტოავარიის დროს 11 ადამიანი დაშავდა
22:09 / 27.12.2023
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ავტოავარიის დროს 11 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დღეს, 27 დეკემბერს, მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო:
ნეტგაზეთი