3-წლიანი საბაკალავრო და 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა - რა იცვლება და ვისთვის
უნივერსიტეტებს შესაძლობლობა მიეცათ, სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებიც დანერგონ. საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება 180-კრედიტიანი და 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესის შესახებ.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, სამწლიანი საბაკალავრო და ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები ჯერჯერობით, მხოლოდ ბიზნესის მიმართულებაზე დაინერგება. თუმცა, განათლების მინისტრი ამბობს, რომ "ამაზე არ გავჩერდებით".

"ჩვენ შევჯერდით, რომ არსებულ ოთხწლიანთან ერთად, იქნება სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც, უნივერსიტეტის გადასაწყვეტი იქნება, მას შეეძლება, ორივე პროგრამა განახორციელოს, ან ერთერთი, როგორც მოისურვებს, შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარებს... პირველ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამის სტუდენტებს, თუმცა, ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება"
- ამბობს ამილახვარი TV იმედის ეთერში.

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, მინისტრის თქმით, "ძალიან მოქნილ", ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას გარკვეული შეზღუდვები ექნება. მაგალითად, სტუდენტს, რომელიც ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას დაამთავრებს, არ შეეძლება სადოქტორო საფეხურის გაგრძელება.

"ესეც ამ ეტაპისთვის დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ ახლავე, მიმდინარეობს სფეროს ექსპერტებთან მუშაობა, სხვა მიმართულებიც გავხსნათ. ასევე წინსწრებით გეტყვით, რომ ამ სამოცკრედიტიან ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთუ მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება, მაგრამ თუ აბიტურიენტს სურვილი ექნება, გრანტი მოიპოვოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა.

რეალურად არის ძალიან მოქნილი როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ეს ასევე არის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი საერთაშარისო პროგრამების და ერთობლივი პროგრამების განსახორციელებლად, ვინაიდან, სრულად არის თანხვედრაში გნებავთ ევროპულ, გნებავთ ამერიკულ პრაქტიკასთან.

ამ შემთხვევაში, შემოგვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იქითა კვირიდან კანონპროექტის სახით მთავრობის ვებგვერდზე აიტვირთება. ეს არის დისტანციური განათლება, ონლაინ განათლება. დღეს მოგეხსენებათ, გარკვეული კომპონენტები საქართველოში შეზღუდულია, და პირიქით, ამ ბაზარსაც ვხსნით და რეალუარად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ საქართველო ყალიბდება და ჩამოყალიბდება ნამდვილ უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბად, ვინაიდან წლიდან წლამდე საერთაშორისო სტუდენტების მოთხოვნა იზრდება და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ავუბათ ამას მხარი და მივცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა ამ ბაზარს და არ ვიყოთ მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე დამოკიდებული, დივერსიფიცირება გავაკეთოთ, ვთქვათ, არ იყოს მხოლოდ სამედიცინო განათლება, არამედ, იყოს ბიზნესი, ინჟინერია დ ა.შ. აი, ამ სიახლეებში ვართ"
- ამბობს მინისტრი.

წყარო: ტაბულა

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər