საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა
თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა
თანამდებობა დატოვა.
"მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში
წარადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.