რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ბოსტნეული, რომელშიც 1000 ევროსაც კი იხდიან
სვიის ნორჩი ყლორტები (hop shoots) რომელსაც, ასევე, “სვიურ სატაცურს” უწოდებენ, ყველაზე ძვირი და ფუფუნების ბოსტნეულია. ამის შესახებ EastFruit-ის ექსპერტების მასალაში წერია, რასაც დარგის პორტალი ავრცელებს.

ეს სატაცური არ არის, თუმცა სვიის პატარა მწვანე და თეთრი ყლორტები სატაცურის ყლორტებს მეტად წააგავს და მასში მომხმარებლები კგ-ში 1 000 ევრომდე იხდიან. დელიკატესი ყველაზე მატად ბელგიასა და ნიდერლანდებში იყიდება. თუმცა
ამ ძვირად ღირებული ბოსტნეულის პოპულარობა სხვა ქვეყნებშიც სწრაფად იზრდება.

სვიის ნორჩ ყლორტებს ჩვეულებრივი სვია (Humulus lupulus) იბამს. ეს იგივე მცენარეა, რომელიც ლუდის წარმოებაში გამოიყენება.


ეს ბოსტნეული ძვირი იმიტომაც ღირს, რომ ყლორტების გაშენების დაგეგმვა შეუძლებელია და ისინი სვიის მცოცავ ღეროზე სრულიად სპონტანურად ჩნდებიან, რაც მათ სპორადულს (იშვიათს) ხდის. სვიის ეს ყლორტები უკიდურესად სათუთია. კერძოდ, ისინი კარგად არ ინახება და მოსავლის აღების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოიხმარონ, რადგან ამ ძვირად ღირებული პროდუქტის გემოს გასაღები სწორედ მის სიქორფეში, ანუ სინედლეშია.

სვიის ნედლ ყლორტებს მწარე და მწკლარტე გემო აქვს, თუმცა მას ნედლი სახით არ მოიხმარენ. მოხარშვის შემდეგ მისი გემო კომბოსტოს გემოს წააგავს თხილისა და ოდნავ სვიის ნოტებით. სვიის ყლორტები ისევე მზადდება, როგორც ჩვეულებრივი სატაცური. მისი უხეში ქვედა ნაწილი მოხარშვამდე უნდა მოიჭრას და კარგად გაირეცხოს.

სვიის ყლორტები არა მხოლოდ გემრიელია, არამედ საკვები ნივთიერებებითაც მდიდარი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ის მრავალფეროვან საკვებ პროფილს, მათ შორის, ბოჭკოებს, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. ასევე, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ამასთან, სვიის ნაერთებმა, როგორიც ქსანტოჰუმოლია, შესაძლოა, რელაქსაციას შეუწყოს ხელი და ძილის ხარისხი გააუმჯობესოს.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər