რომელი ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება გაიზარდა/შემცირდა საქართველოში
წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხორბლის წარმოება 6.5%-ით შემცირდა და ჯამში 146.6 ათასი ტონა შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ქერის წარმოება 26.9%-ით შემცირდა და 43 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 24.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, კარტოფილის წარმოება 0.4%-ით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა.
ამასთან, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა, ხოლო გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.2 ტონა/ ჰა, სიმინდის - 2.6 ტონა/ჰა, კარტოფილის - 12.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა, კიტრის 12.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.9 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 25.8 ტონა ერთ ჰექტარზე“, - აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

წყარო: BPN

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər