რუსეთის ციხეში უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა
რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა.

ჟურნალისტის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი იაროსლავ იურჩიშინი, დაღუპულის მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როშინა პატიმრობაში
ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ როშინა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

პატიმარი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

წყარო: ტაბულა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər