ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და
მოტოციკლი შეეჯახა. შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər