მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საბავშვო
ბაღებისთვის თევზის ფილეს შესყიდვის მიზნით 67 400 ლარიანი ტენდერი
გამოაცხადა.
ხელშეკრულების პროექტის თანახმად, გაერთიანება 2 002 კილოგრამი
უმაღლესი ხარისხის თევზის ფილეს (ორაგულისებრთა ოჯახი) შესყიდვას
გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესასყიდი პროდუქცია უნდა
აკმაყოფილებდეს მკაცრ სტანდარტებს:
• მახასიათებლები: თევზის ფილე უნდა იყოს მშრალი წესით გაყინული,
უმაღლესი ხარისხის, არასასიამოვნო სუნის გარეშე. დაუშვებელია პროდუქტი
იყოს გამღვალი და ხელმეორედ გაყინული.
• წონა და დეფექტები: თითოეული თევზის წონა არ უნდა იყოს 250 გრამზე
ნაკლები. პროდუქტს არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები და
ლორწო.
• უსაფრთხოება: საკვები პროდუქტი არ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული.
მასზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
სანიტარულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
• შეფუთვა და ვარგისიანობა: პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული
წესით მუყაოს ყუთებში (1-დან 25 კგ-მდე შეფუთვით) და ჰქონდეს სრული
ქართულენოვანი ეტიკეტი. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა
მოწოდების მომენტში საერთო ვადის არანაკლებ 70%-ს უნდა
შეადგენდეს.
პროდუქტის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით.
პროდუქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაგა-ბაღში
დარიგდება:
1. ქ. მარნეულის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი
2. ქ. მარნეულის #3 საბავშვო ბაგა-ბაღი
3. ქ. მარნეულის #4 საბავშვო ბაგა-ბაღი
4. სოფელ წერეთლის საბავშვო ბაგა-ბაღი
5. სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაგა-ბაღი
6. სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღი
7. სოფელ თამარისის საბავშვო ბაგა-ბაღი
8. შაუმიანის სომხური საბავშვო ბაგა-ბაღი
9. შაუმიანის ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი
10. სოფელ შულავრის ბაგა-ბაღი
11. სოფელ ხიხანის საბავშვო ბაღი
12. სოფელ კაპანახჩის საბავშვო ბაღი
13. სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღი
14. სოფელ სადახლოს საბავშვო ბაღი