„სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობას მიმართავს.
კომპანიის ცნობით, აბონენტად რეგისტრაციის საბოლოო ვადა ხვალ, 5
აგვისტოს იწურება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტად დარეგისტრირების გარეშე „სოკარ
ჯორჯია გაზი“ ვერ შეძლებს მოსახლეობის მომსახურებას, რის გამოც
დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს გაზმომარაგება შეეზღუდებათ.
როგორ დარეგისტრირდეთ აბონენტად:
რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ მარნეულის სერვისცენტრს
(მისამართი: ქ. მარნეული, იაღლუჯის ქ. N23) და წარადგინონ:
პირადობის დამადასტურებელი
მოწმობა;
ზუსტი მისამართი და ტელეფონის ნომერი;
ბუნებრივი აირის მრიცხველის ფოტოსურათი.
დისტანციური რეგისტრაცია:
მომსახურების ცენტრში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ინფორმაციის
გაგზავნა შესაძლებელია დისტანციურადაც:
ელ-ფოსტით:
CLOAKING
WhatsApp / Viber-ის მეშვეობით: 577 33 03 46
დამატებითი კითხვების არსებობისას მოსახლეობას შეუძლია
დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე: 16114.
სემეკის 2026 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „მამედს“
ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა. 1 აგვისტოდან
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში გაზმომარაგების
საქმიანობას შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.
დაახლოებით ერთი თვის წინ, შპს „მამედგაზსა“ და საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას
(სემეკი) შორის წარმოქმნილი ფინანსური უთანხმოების გამო, მოსახლეობას
ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა.
დავის მთავარი მიზეზი გაზის ტარიფი გახდა: „მამედგაზი“
მომხმარებლებისგან სემეკის მიერ დადგენილ 47-თეთრიან ტარიფზე მეტს -
57 თეთრს ითხოვდა, რის გამოც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 30
ივლისს გაავრცელა კომპანია სოკარმა ინფორმაცია , რომ ყიზილაჯლოში,
„მამედს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა.