შოთა რეხვიაშვილმა ნოვრუზ ბაირამზე ენობრივ ბარიერს გაუსვა ხაზი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მან ხაზი გაუსვა სახელმწფო ენის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო თავისუფლების, თავისუფალ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული მაგალითი, რასაც ყოველთვის უწყობდა ხელს სახელმწიფო და მისი ხელისუფლება.

„აი, ეს კულტურა, ეს მრავალფეროვნება განსაკუთრებით იგრძნობა ქვემო ქართლში და ის იდენტობის დაცვა, რაც ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია არის ბრწყინვალე მაგალითი. ჩვენი მრავალფეროვნება აძლიერებს სრულიად საქართველოს. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი სამშობლო საქართველოა და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მის სიძლიერეზე, კეთილდღეობაზე და დაცვაზე, მაგრამ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და მე ვიცი, დარწმუნებული ვარ, ყველა თაობიდან გამომდინარე და ვდგამთ ამ კუთხით ნაბიჯებს და უახლოეს პერიოდში ჩვენ არ გვექნება ამ მასშტაბის ენის ბარიერი. ჩვენ სახელმწიფოში სახელმწიფო ენა უნდა ვიცოდეთ და კომუნიკაციაში არ უნდა გვქონდეს ის შეფერხება, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის. ამიტომ ჩვენი ვალია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გავზარდოთ ქართული სახელმწიფოებრიობის განცდით და მივცეთ საშუალება ჩაერთნონ ისინი ქვეყნის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ  საქმიანობაში. „- თქვა შოთა რეხვიაშვლიმა.

მართალია, შოთა რეხვიაშვილმა დღევანდელ დღეს ყურადღება სახელმწიფო ენის აუციებელ ცოდნაზე გაამახვილა, თუმცა მისი გამოსვლა აზერბაიჯანულად არ ითარგმნა. დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər