#მეცჰამიდივარ - ახალგაზრდები გოგონას გატაცებასა და გეოგრაფიის მასწავლებლისათვის შეურაცხყოფის მიყენებას აპროტესტებენ
იძულებითი ქორწინების გაპროტესბის გამო გარდაბნის ქუჩაში გამოყვანილ, ახალგარდა, გეოგრიფიის მასწავლებელ ჰამიდ სადიკოვს იძულებით ბოდიში მოახდევინეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ჰამიდს ბოდიშის მოხდა საკუთარი მოსწავლის გატაცების ფაქტის დაგმობისა და გარდაბნის მოსახლეობის დადანაშაულების გამო მოუწია. 

მარნეულელმა, გარდაბნელმა და თბილისელმა ახალგაზრდებმა ინფორმაციის გასაჯაროების შემდგომ, მასწავლებლის მხარდასაჭერი აქცია სოციალურ ქსელში დაიწყეს. ჰეშტეგი სახელწოდებით #მეცჰამიდივარ





არა
სამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" აზერბაიჯანულენოვანი გვერდი სახელწოდებით "ფანჯარა"  იძულებითი ქორწინებების მსხვერპლი ქალების შესახებ, განათლების ხელმისაწვდომობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისტორიებს აქვეყნებს. ჰამიდის მხარდამჭერი აქციისთვის "ფანჯარამ" საკუთარი პლატფორმა ახალგაზრდებს დაუთმო.











შეგახსენებთ, რომ გარდაბნელი გეოგრაფიის მასწავლებელი, გოგონას გატაცების გაპროტესტების გამო, საჯაროდ დააბულინგეს. მას შემდეგ, რაც გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთ-ერთი კურსდამთავრებულის გატაცება გააპროტესტა და გოგონას მამას შვილისათვის მიცემულუ განათლების გაგრძელების პირობა შეახსენა, სოფლის მოსახლეობამ ის საჯაროდ გააკრიტიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გათხოვების მიზნით 19 წლის გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər