მარნეულში კორონავირუსიან პაციენტებს აღარ უმკურნალებენ
მარნეულის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს აღარ უმკურნალებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, ბოლო თვეების განმავლობაში, მხოლოდ „ავერსის“ კლინიკაში იღებდნენ.

მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გადის მკურნალობას.

„ამ ეტაპზე სამი პაციენტი გვყავს კორონავირუსით. სხვა პაციენტებს, ვინც კორონავირუსით შემოდიან, თბილისის კლინიკებში ვამისამართებთ. ამ სამ პაციენტს გავწერთ და მეტ კორონავირუსიანს აღარ მივიღებთ“. - გვეუბნებიან მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 51 შემთხვევა დადასტურდა. 24 ივლისიადან 31 ივლისამდე პერიოდში კი საქართველოს მასშტაბით Covid-19-ით 11 802 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 334 შემთხვევა ქვემო ქართლში ფიქსირდება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ 1 655 221 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 637 293 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 811 ადამიანი გარდაიცვალა.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər