სოფელ ლეჟბადინში სასმელი წყლის მილსადენის შეცვლა 1 257 227 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ
ლეჟბადინში
სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცისს სამუშაოების შესყიდვისათვის
ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ დროისათვის
არსებული ამორტიზირებული ფოლადის მილი ახალი პოლიეთილენის მილით
შეიცვლება.
„წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს არსებული ფოლადის
D355.6 მმ და 820 მმ ფოლადის მილსადენის გამოცვლას ახალი პოლიეთილენის
PE100, PN25, SDR7.4 D355 მმ მილით. ძველი მილსადენი ამორტიზირებული
მრავალ ადგილას და ვერ ასრულებს წყლის მიმწოდებელი მაგისტრალოს როლს.
მილსადენი მოდის სატუმბი სადგურიდან, რომელიც განლაგებულია მდინარე
ხრამის მიმდებარედ. მილსადენის პოლიეთლენზე გადაყვანა არის დამკვეთის
მოთხოვნა“. - აღნიშნულია სოფელ ლეჟბადინში სასმელი
წყლის მილსადენის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაში
სარეაბილიტაციო ტრასის სიგრძე დაახლოებით 1 800 მეტრს შეადგენს.
მარნეულის მერია სოფელ ლეჟბადინში სასმელი წყლის მილსადენის
რეაბილიტაციის სამუშაოებში 1 257 227 ლარის გადახდას გეგმავს.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა 7-დან 12 სექტემბრამდე პერიოდში
შეეძლებათ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ
მასზე დაკისრებული ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 210
კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.
რადიო „მარნეული“