თამთა ნავერიანმა და სალომე ხარშილაძემ, მშვილდოსნობაში ოქროს მედლები მოიპოვეს
მარნეულელმა მშვილდოსნებმა თამთა ნავერიანმა და  სალომე ხარშილაძემ  8-11 სექტემბერს, თბილისში გამართულ საქართველოს თასის მეორე ეტაპზე, პირველი ადგილები დაიკავეს. ნავერინმა 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო ხარშილაძემ 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. როგორც სპორტსმენები  გვიყვებიან, შეჯიბრისთვის ემზადებოდნენ და ელოდნენ პირველ ადგილს.

,, საერთოდ მე და თათა ყოველ დღე ვვარჯიშობთ და ამ შეჯიბრისთვის, ამას გაორმაგებულად ვაკეთებდით. ძალიან დიდ შრომას ვდებთ ორივე, მერე წარმატებას, რომ მივაღწიოთ. ორივემ დაახლოებით ვიცოდით, რომ ამ შედეგს დავდებდით,  შრომას შედეგი ყოველთვის აქვ".- სალომე ხარშილაძე

,,სამი წელია ამ სპორტს მივყვები და კარგი შედეგის მისაღწევად, ბევრი შრომა მიწევს . მე და სალომეს თავიდანვე გვქონდა მიზნად დასახული, რომ მედლები უნდა ჩამოგვეტანა მარნეულისთვის. ამისთვის ბევრს ვვარჯიშობდით. იყო კონკურენციაც, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ პირველი ადგილების აღება".- თქვა თათა ნავერიანმა

ჩემპიონატი მსოფლიო ფედერაციის, წესების მიხედვით ჩატარდა, კლასიკური მშვილდის კატეგორიაში, 18 წლამდე -60 მეტრი, ხოლო 21 წლამდე-70 მეტრი დისტანციაზე.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər