„გარბიან და ვედროებით აქრობენ, გაუფრთხილდით საკუთრებას“ – „სუფთა მარნეულის“ რეაქცია ურნის დაწვაზე
მარნეულში, რუსთაველი ქუჩაზე, სანაგვე კონტეინერში ნარჩენებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გვითხრა, უცნობმა პირმა ურნას  ცეცხლი განძრახ წაუკიდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მარნეულში ურნებს ცეცხლი უკიდია. როგორც ჩვენთან საუბარში სუფთა „მარნეულის“ ხელმძღვანელი, ლერი მუმლაძე ამბობს. მსგავს ფაქტებზე რეაგირირებას მათი თანამშრომლები ახდენენ. 

„“რაგირება ის არის, რომ სადაც დაინახავენ ცეცხლს, ჩემები (თანამშრომლები) მირბიანი ვედრებით (სათლი) და აქრობენ, რა გავაკეთო სხვა, კამერები არაა ჩართული. ერთმანეთს კიდე არ აბეზღებენ ხოლმე, რა გავაკეთო. ახლა დამირეკეს მაგ შემთხვევაზე და ვთხოვე თანამშრომელს ჩაექრო. მოსახლეობას ვეტყოდი, რომ ეს ყველას საკუთრებაა. უნდა გაუფრთხილდნენ, ბიუჯეტის ნაყიდი ფულითაა, ანუ ყველას ფულით“ - ამბობს ლერი მუმლაძე.

აღსანიშნავია, რომ არნეულში ურნები რამდენიმე კვირაა რაც შეიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər