მაღალაშვილის ხიდს კეტავენ
მარნეულში მაღალაშილის ხიდი, რომელიც 30 ნოემბრიდან უნდა დაკეტილიყო ღიაა. 29 ნოემბერს, ადგილობივმა თვითმმართველობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდი მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 30 ნოემბრის 08:00 საათიდან დაიკეტებოდა. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ბექა აბდელანმა უხრა, ხიდის დაკეტვის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს და მოძრაობა უახლოეს საათებში შეჩერდება.

„ახლა ამ წუთებშიც აქ ვართ, საგზაო ნიშნებს აყენებენ. დაასრულებენ საგზაო ნიშნების დამონტაჟებას და დაიკეტება. გაჩერებები იკრძალება ხიდის მიმდებარე გზებზე, მაგას ველოდებით და შემდეგ დაიკეტება.“ - ამბობს აბდელანი

დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მოძრაობა 2023 წლის 20 დეკემბერს აღდგება.

ამ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ შემდეგი ალტერნატიული მიმართულებებით: ნოე ჟორდანიას ქუჩა, რევაზ ლაღიძის ქუჩა და მერაბ კოსტავას ქუჩა.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. სამუშაოები ხუთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მერნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər