ახალი დეკლარაციის მიხედვით როვშან ისკანდაროვს ქონება არ შეუძენია
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, როვშან ისკანდაროვმა, ქონებრივი დეკლარაცია განაახლა. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 11 იანვარს განახლდა.

გამოქვეყნებული მონაცენების მიხედვით, ისკანდაროვის ქონება გასულ წლებთან შედარევით არ გაზრდილა. მის სახელზე რეგისტრირებულია სამი მიწის ნაკვეთი სოფელ სადახლოში, ერთი საცხოვრებელი სახლი სოფელ სადახლოში და ორი ბინა ქალაქ თბილისში.

ისკანდაროვის სახელზე ასევე რეგისტრირებულია 7 მოძრავი ქონება. მათგან ოთხი მსუბუქი
ავტომობილი და სამი სამეურნეო ტექნიკა. 2009 წელს ისკანდაროვმა ორი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 10 000 და 12 000 დოლარად შეიძინა, კიდევ ერთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მან 2018 წელს 10 000 დოლარად იყიდა. 2019 წელს მან BMW X6 XDRIVE-ში 30 000 დოლარი გადაიხადა, 2020 წელს 10 000 დოლარად შეიძინა „ვაზ ლადა 21214“, 2016 წელს 5 000 დოლარი გადაიხადა ფორდ ტრანზიტში, ხოლო 2021 წელს 7 000 დოლარად შეიძინა „Nissan Juke 2013“. ისკანდაროვის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს ხელფასის სახით საკრებულოდან 37144,8 ლარი მიიღო.

როვშან ისკანდაროვი სოფელ სადახლოში 4 134 კვ.მ და 4 026 კვ.მ მიწის ნაკვეთების და 1 260 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 16,66-16,66%-იანი წილის მფლობელია. 2016 წელს მან ჩუქების სახით ამავე სოფელში 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო, ქონებრივ დეკლარაციაში არაა მითითებული მჩუქებლის ვინაობა. 2016 წელს როვშან ისკანდაროვმა თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 58,56 კვ.მ ბინა 37 000 დოლარად, ხოლო 2018 წელს ტაშკენტის ქუჩაზე არსებული 57,09 კვ.მ ბინა 49 000 დოლარად შეიძინა.

როვშან ისკანდაროვი ასევე არის შპს აგრი-ისტანბულ საქართველ-ს მეწილეც.

ამავე თემაზე:რა ქონებას ფლობენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər