პარლამენტარების, ზაურ დარგალის და სავალან მირზოევის ქონებრივ
დეკლარაციას შეამოწმებენ.
„გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის
მიხედვით, 2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების
დეკლარაცია შემოწმდება. სიაში ქვემო ქართლის დეპუტატებიც მოხვდნენ.
შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში
სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია.
„ზაურ დარგალი - მაღალი საზოგადოებრი ინტერესი და კორუფციის რისკი
სავალან მირზოევი - მაღალი საზოგადოებრი ინტერესი და კორუფციის
რისკი“- წერია კომისიის ოქმში
თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების
დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი
საბაზისო მექანიზმია.
გთავაზობთ, სიას, სადაც შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ შესამოწმებელი
დეკლარაციების
ჩამონათვალს: