მარნეულში სასაფლაოს შემოღობვას 56 890 ლარად გეგმავენ
მარნეულში სასაფლაოს შემოღობავენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასაფლაოს ღობის რეაბილიტაციისათვის 56 890 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმნტაციის თანახმად, სასაფლაო, რომლის ღობესაც რეაბილიტაცია ჩატუარდება, ქალაქ მარნეულში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარეობს.

„პროექტით გათვალისწინებულია ღობე-გალავნისა და ახალი ლითონის ღობის მოწყობა, ასევე, არსებული ლითონის ღობის რეაბილიტაცია. ყველა საპროექტო გადაწყვეტილება შეთანხმებულია შესაბამის მხარეებთან.
მშენებლობის დროს არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციის ქსელის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობის დროს ადგილზე გამოძახებულ უნდა იქნას მიმდებარედ არსებული კომუნიკაციების მფლობელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზედამხედველო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დამკვეთი ორგანიზაციის კომპეტენტური პირები“
- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ქალაქ მარნეულში სასაფლაოს ღობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერისათვის გამოყოფილი თანხის 100%-ი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ფინანსდება.

ტედერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 11-16 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს. 

გარეკანის ფოტო: საპროექტო დოკუმენტაცია
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər