მარნეულის მერიამ 1`224.80 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები გამარტივებული წესით იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 1`224.80 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები გამარტივებული წესით იყიდა.

თვითმმართველობამ 45 სახეობის ნივთი, მარნეულის მოლისგან შეიძინა. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნთ მარნეულის მერს, კენან ომაროვს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა.

“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გვესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. პატივისცემით” - წერია მოხსენებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია ჰიგიენური ნივთების შესაძენად სისტემატურად იყენებს გამარტივებულ შესყიდვებს ასეთ შემთხვევაში, შერჩეულ მიმწოდებელთან ხელშეკრულება კონკურენციის გარეშე ფორმდება.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər