კომერციული ობიექტების მფლობელებისთვის გაზის საფასურმა მოიმატა
2022 წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან რე­გი­ო­ნებ­ში გა­ზის ტა­რი­ფი არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნე­სის­თვის იზ­რდე­ბა.

შპს “თე­ლავ­გა­ზის“, “სო­კარ ჯორ­ჯია გა­ზის“, "სა­ქორგგა­ზის“ და „ინ­ტერ გა­ზის“ სა­ცა­ლო არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, 1მ3 ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ფასი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 1,38 ლა­რით დღგ-ს ჩათ­ვლით. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი თა­ვად კომ­პა­ნი­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.


"ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებ­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბით, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ფა­სის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზე,“- ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər